ირანმა ახალი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რაკეტის მოქმედების მანძილი 1 300 კილომეტრია.
ირანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ მასალაში აღნიშნულია, რომ გამოცდის დროს რაკეტამ სამიზნე 1 200 კილომეტრში წარმატებით გაანადგურა.
თეირანში ამბობენ, რომ სარაკეტო პროგრამა თავდაცვითი ხასიათისაა და არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
ამის მიუხედავად, ირანის სარაკეტო პროგრამა აშშ-ისა და ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. მიწა-მიწა ტიპის აღნიშნული რაკეტის კლასი ირანმა 2015 წელს წარადგინა.