ჩინეთის, ირანისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს
ჩინეთის, ირანისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი გულწრფელად ულოცავს ვლადიმერ პუტინს გადამწყვეტ გამარჯვებას და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პუტინს ულოცავს ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროც.

„ჩვენმა ძველმა ძმამ ტრიუმფალურად გაიმარჯვა, რაც კარგია მსოფლიოსთვის“, – ამბობს მადურო.

ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ასევე ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.

„თქვენი ხელახლა გამარჯვება რუსი ხალხის თქვენდამი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მჯერა, რომ თქვენი ლიდერობის დროს რუსეთს უფრო დიდი მიღწევები ექნება“, – ამბობს სიძინპინი.

რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო, ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.