ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ის სანქციებს ასახელებს
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ის სანქციებს ასახელებს. ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ სამწუხარო ინციდენტის ერთ-ერთი მიზეზი არის შეერთებული შტატები, რომელმაც ირანის საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე სანქციებით გამოიწვია პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების მოწამებრივი სიკვდილი.
ჯავად ზარიფის თქმით, შეერთებული შტატების დანაშაული ჩაიწერება ირანელი ხალხისა გონებაში და ისტორიაში.
„ირანელი ერი, რომელიც ამ 45 წლის განმავლობაში დიდი მოვლენების წინაშე დადგა, დაძლევს ამ ტრაგიკულ მოვლენას“, – აღნიშნა ირანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა დაადასტურა.