ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ეშაქ შაჰანგირი ამჟამად კარანტინში იმყოფება. ჯაჰანგირი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ირანში ვირუსით დაინფიცირდა.
„ბიბისი“ წერს, რომ ირანელი მაღალჩინოსანი უკვე რამდენიმე დღეა, არ ესწრებოდა მთავრობის სხდომებს. ზოგადად, ვიცე-პრეზიდენტი ირანის პრეზიდენტის არყოფნაში მინისტრთა სხდომებს უძღვება ხოლმე.
მანამდე, კორონავირუსი ასევე დაუდგინეს ირანის მთავრობის ორ წევრს, ირანის კულტურისა და მრეწველობის მინისტრებს.
ირანში მთავრობის ბოლო სხდომა პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ჩაატარა. შეხვედრაზე მისულ მინისტრებს ნიღბები ეკეთათ.