ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის გაყიდვას აგრძელებს
აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის გაყიდვას კვლავ აგრძელებს. ამის შესახებ ირანის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.
ეშაქ ჯაჰანგირის თქმით, თეირანზე ვაშინგტონის „მაქსიმალური ზეწოლა“ წარუმატებელი აღმოჩნდა.
„აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, რომელმაც ჩვენი ნავთობის ექსპორტზე სანქციები დააწესა, ჩვენ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ნავთობის გაყიდვას სხვა საშუალებებით. იმ დროს, როდესაც ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმაც კი, შეწყვიტეს ჩვენი ნავთობის შესყიდვა აშშ-ის შიშით“, – აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
ორ ქვეყნას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ვაშინგტონს შეთანხმების პირობების შეცვლა სურს.