ირანის უზენაესმა სასამართლომ დისიდენტი ჟურნალისტის, რუჰოლა ზამის სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა
ირანის უზენაესმა სასამართლომ დისიდენტი ჟურნალისტის, რუჰოლა ზამის სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა

ირანის უზენაესმა სასამართლომ დისიდენტი ჟურნალისტის, რუჰოლა ზამისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სასამართლოს პრესპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუჰოლა ზამს ბრალი ედება 2017 წელს ირანში სოციალური მედიის საშუალებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ძალადობის წახალისებაში. სოციალურ მედიაში ჟურნალისტის გვერდს „ამად ნიუსს“ მოილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

დისიდენტ ჟურნალისტს სიკვდილით დასჯა ირანის რევოუციურმა სასამართლომ ივნისში მიუსაჯა.

რუჰოლა ზამმა ირანი დატოვა და საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც მას თავშესაფარი ჰქონდა მინიჭებული.

ის 2019 წელს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავა. ჟურნალისტის დაკავების დეტალები უცნობია.