ირანის სულიერმა ლიდერმა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური შეცვალა
ირანის სულიერმა ლიდერმა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური შეცვალა.
ირანის არმიის ელიტური ჯგუფის ახალი ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი ჰოსეინ სალამი გახდა, რომელიც წლების განმავლობაში გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე იყო და ისრაელის და აშშ-ის მიმართ მწვავე განცხადებებითაა ცნობილი.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, 2007 წლიდან მოჰამად ალი ჯაფარი ხელმძღვანელობდა. ელიტური კორპუსის მეთაურის ცვლილების მიზეზი უცნობია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, 8 აპრილს, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. საპასუხოდ, ირანმა აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად.