ირანის სულიერი ლიდერის საერთაშორისო მრჩეველი - სირიის ომი გლობალური კონფლიქტია
სირიის ომი გლობალური კონფლიქტია, რომელშიც 80-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის საერთაშორისო მრჩეველმა განაცხადა.
ალი აკბარ ველაიათის თქმით, ეს იყო ტესტი სირიის მოსახლეობისთვის და მთავრობისთვის, წინ აღდგომოდნენ მათ წინააღმდეგ დაწყებულ მსოფლიო ომს.
სირიის რელიგიის მინისტრთან შეხვედრის დროს მან აღნიშნა, რომ სირიის ტერიტორიაზე შესულ მებრძოლებს უცხო ძალები უჭერენ მხარს.
2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ირანი სირიის ხელისუფლებას სამხედრო დახმარებას უწევს. ისრაელის მედია წერს, რომ ირანი სირიაში სამხედრო ბაზებს აშენებს და საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას. თეირანში ბრალდებებს უარყოფენ.