ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელი დაისჯება სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო
ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო.
„ისინი როდესაც თავს დაესხნენ ჩვენ საკონსულოს, ეს ჩვენს მიწაზე თავდასხმას ჰგავდა. ბოროტების რეჟიმმა შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს და დაისჯება“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ისრაელისთვის ე.წ. მწვანე შუქის ანთების გამო აშშ დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, პირველ აპრილს საჰაერო თავდასხმის შედეგად მთლიანად განადგურდა დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოს შენობა. შედეგად, დაიღუპა შვიდი ირანელი მაღალჩინოსანი და სირიის ექვსი მოქალაქე.