ირანის სახმელეთო ძალებმა ცენტრალურ რეგიონში ორდღიანი წვრთნები დაიწყო
ირანის სახმელეთო ძალებმა ცენტრალურ რეგიონში ორდღიანი წვრთნები დაიწყო, – ინფორმაციას „როიტერი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ირანის სახმელეთო ძალებმა წვრთნები 200-ზე მეტი ვერტმფრენის მზადყოფნის შესამოწმებლად დაიწყო.
მედია იუწყება, რომ წვრთნები მიზნად ისახავს ისლამური რესპუბლიკის წინაშე არსებულ „შესაძლო საფრთხეებთან დაპირისპირებას“.
ირანის სახმელეთო ძალების გენერლის, ამირ ჩეშაკის თქმით, ჯარები და სამხედრო ტექნიკა ირანის შვიდი პროვინციიდან წვრთნებისთვის ცენტრალურ ისპაანის პროვინციაში, ნასრ-აბადში გადაიყვანეს.