ირანის საგარეო უწყება - სანქციების დაწესებით აშშ-მა წითელი ხაზი გადაკვეთა
ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელზე სანქციების დაწესებით აშშ-მა წითელი ხაზი გადაკვეთა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით, თეირანი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უპასუხოდ არ დატოვებს, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ირანში არ აკონკრეტებენ.
ირანის ხელისუფლება ბირთვულ შეთანხმებაში რაიმე სახის ცვლილებას უარყოფს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სანქციების დაწესება მყარი შეთანხმების დარღვევის მცდელობაა.