ირანის საგარეო უწყება კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს
ირანის საგარეო უწყება კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს

უკრაინის მიერ ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის გაუქმებასა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილების გამო, ირანი წუხილს გამოთქვამს და კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც გუშინ უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრები აპარატების მიწოდების საპასუხოდ მიიღეს.

ამასთან, კიევში აცხადებენ, რომ თეირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ ღიად დაფიქსირებულ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

მედიის ცნობით, აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ, უკრაინაში ირანის ელჩი მოვალეობას ვერ შეასრულებს და თეირანში უნდა დაბრუნდეს.