ირანის საგარეო უწყება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს ქვეყნის საქმეებში ჩარევად აფასებს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას სახელმწიფო საქმეებში ჩარევად აფასებს. საგარეო უწყების განმარტებით, აშშ-ის ასეთი პოლიტიკა ირანელებს კიდევ უფრო გააერთიანებს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი შეთქმულებების მიმართ.
შეგახსენებთ, მაიკ პომპეოს თქმით, ირანის ხელისუფლების ქმედებები, ქვეყანაში არსებული კორუფცია და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა არის მიზეზი, რის გამოც რიგითი ირანელები დასაქმებას ვერ ახერხებენ.
სახელმწიფო მდივანმა ირანის რეჟიმი მაფიოზურს შეადარა. მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ აპირებს გააძლიეროს ირანზე ზეწოლა. ამისთვის აშშ-ის მთავრობა შეეცდება დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, არ შეიძინონ ნავთობი ირანისგან.