ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ირანმა 4 ნოემბერს შესაძლოა, ბირთვული შეთანხმება დატოვოს
ირანი 4 ნოემბერს ბირთვული შეთანხმების დატოვებით იმუქრება, – ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.
აბას არგაჩის თქმით, 4 ნოემბრამდე ევროპამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ირანიდან ნავთობის ექსპორტი შესაძლებელი იყოს.
„ჩვენ ვუთხარით ევროპელებს, რომ თუ ბირთვული შეთანხმება არ იქნება მორგებული და არ უპასუხებს ირანის მთავარ ინტერესებს, მათ შორის, თუ ნავთობის ექსპორტი შესაძლებელი არ იქნება და საბანკო სექტორი ნორმალურად არ იმუშავებს, მაშინ ირანი დატოვებს ამ შეთანხმებას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, დონლად ტრამპმა მაისში გადაწყვიტა ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გასულიყო. შესაბამისად, აშშ-მა თეირანის წინააღდმდეგ დაწესებული სანქციები ხელახლა აამოქმედა. შეზღუდვების ნაწილი ძალაში შევიდა 7 აგვიტოს შევიდა, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც ირანული ნავთობის ექსპორტს ეხება, 4 ნოემბერს ამოქმედდება.
ამასთან, ევროკავშირმა მიიღო შესაბამისი კანონი, რომლითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე აშშ-ის სანქციების მოქმედება შეზღუდა და ვეროპულ კომპანიებს მათი შესრულების ვალდებულება არ აქვთ.