ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოფიციალური თეირანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამეზობლოზე ორიენტირებაა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადებით, ოფიციალური თეირანის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი უახლოეს სამეზობლოზე ორიენტირებაა.
„სამეზობლოზე, მათ შორის ჩრდილოელ სამეზობლოზე ფოკუსირება არის ირანის ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები ოფიციალური თეირანისთვის კარგი მეზობლები არიან, ამიტომ ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა არ შეგვიძლია. ირანის საგარეო პოლიტიკა დაბალანსებულია. შესაბამისად, ირანი აზერბაიჯანთან და სომხეთთან ინტერესების შესაბამისად აწესრიგებს ურთიერთობებს“, – დაამატა ირანელმა დიპლომატმა.