ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ტრამპი გვიმკაცრებს სანქციებს რესურსების ამოწურვისთვის, რაც კორონავირუსთან ბრძოლისთვისაა საჭირო
დონალდ ტრამპი ბოროტი განზრახვით ამკაცრებს სანქციებს ირანის რესურსების ამოწურვისთვის, რაც კორონავირუსთან ბრძოლისთვისაა საჭირო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„დონალდ ტრამპი ბოროტი განზრახვით ამკაცრებს აშშ-ის უკანონო სანქციებს ირანის რესურსების ამოწურვის მიზნით, რომელის კორონავირუსთან ბრძოლისთვის არის საჭირო. ამ დროს, მისგან ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. მსოფლიო აღარ შეიძლება გაჩუმდეს, რადგან აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი სამედიცინო ტერორიზმით ჩაანაცვლა“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
.@realDonaldTrump is maliciously tightening US’ illegal sanctions with aim of draining Iran’s resources needed in the fight against #COVID19—while our citizens are dying from it.
The world can no longer be silent as US #EconomicTerrorism is supplanted by its #MedicalTerrorism.
— Javad Zarif (@JZarif) March 7, 2020