ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთში ემანუელ მაკრონს შეხვდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ზარიფი საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, სადაც დიდი შვიდეულის სამიტი იმართება, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

„წინ რთული გზა არის, თუმცა ცდად ღირს“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა და ის არ იყო დიდი შვიდეულის სამიტის ნაწილი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საფრანგეთში მოულოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

მოჰამედ ზარიფი ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო სიაშია.