ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მეზობლების უსაფრთხოება და სტაბილურობა, თეირანის უსაფრთხოება და სტაბილურობაა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მეზობლების უსაფრთხოება და სტაბილურობა, თეირანის უსაფრთხოება და სტაბილურობაა

თუ საუდის არაბეთს საგარეო აგრესია ან ტერორიზმი დაემუქრება, ირანი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მას დაეხმარება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისლამაბადში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ჯავად ზარიფის თქმით, ირანში სჯერათ, რომ მეზობლების უსაფრთხოება და სტაბილურობა, თეირანის უსაფრთხოება და სტაბილურობაა.

„ვიმედოვნებთ, რომ საუდის არაბეთშიც ასე ფიქრობენ და პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არ შეგვიძლია რეგიონიდან საუდის არაბეთის გამორიცხვა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ არც მათ შეუძლიათ რეგიონიდან ირანის გამორიცხვა. და საერთოდ, რატომ უნდა გამოვრიცხოთ ერთმანეთი?!“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თეირანი მტრობის მიზეზს ვერ ხედავს და საუდის არაბეთი უსაფრთხოებას გარედან ვერ იყიდის.