ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კაიროში ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კაიროში ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი ეგვიპტელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად კაიროში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს წლების განმავლობაში მაღალი რანგის პირველი ვიზიტია.

„არაქჩი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა და ხუთშაბათს ეგვიპტის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გაიმართება“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ.