ირანთან მოკლევადიანი ომი ილუზიაა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანთან ომის დაწყების შეთხვევაში, საომარი მოქმედებები დიდხანს არ გაგრძელდება.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სანქციები ომის ალტერნატივა არ არის, რადგან სანქციები თავად ომია. ჯავად ზარიფის თქმით, ვინც ომს იწყებს, ის ომის დასრულებას ვეღარ შეძლებს.
აშშ-ის და ირანის ლიდერებს შორის რიტორიკა უკიდურესად არის გამწვავებული. დონალდ ტრამპი ირანს „წაშლით“ დაემუქრა, რის შემდეგაც ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში „ფსიქიკურ აშლილობას განიცდიან.“