ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს ვითარების ესკალაციის არ ეშინია, თუმცა, ისრაელისგან განსხვავებით, ესკალაცია არ სურს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო ტაიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო ირანის საპასუხო ზომებზე ისაუბრა. მისი თქმით, ირანს ვითარების ესკალაციის არ ეშინია, თუმცა, ისრაელისგან განსხვავებით, თეირანს ესკალაცია არ სურს.
სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, ირანელ კოლეგას თავშეკავებისა და კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდა.