ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს სირიაში სამხედრო ბაზები არ აქვს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს სირიაში სამხედრო ბაზები არ აქვს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანს სირიაში სამხედრო ბაზები არ აქვს.

ჯავად ზარიფის თქმით, ისრაელმა სირიის საჰაერო სივრცე დაარღვია და მსგავსი აგრესია უნდა შეწყდეს.

„ისრაელმა ირანის საჰაერო სივრცე უკვე არაერთხელ დაარღვია. უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელი მუდმივად ბომბავს სირიას. სირიის სამთავრობო ძალებმა ისრაელის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება პირველად შეძლეს“, – აღნიშნა ზარიფიმ.

აშშ-ი და ისრაელის მთავრობებში ამბობენ, რომ ირანი სირიაში სამხედრო ბაზის მოწყობას და სამხედრო კომპონენტის შენარჩუნებას ცდილობს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სირიის ომში პრეზიდენტ ასადის არმიას ეხმარება.