ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი დაუყოვნებლივ შეცვლის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საქმიანობას, როდესაც აშშ სანქციებს გააუქმებს
ირანი დაუყოვნებლივ შეცვლის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საქმიანობას, როდესაც აშშ სანქციებს გააუქმებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ თეირანის მხრიდან მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო პასუხი აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის შეთანხმების პირობების დარღვევებზე.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემსუბუქება 2019 წლიდან დაიწყო. ირანის ხელისუფლება აშშ-ის სანქციების მოხსნის დასაწყებად ბოლო ვადად 23 თებერვალს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს საქმიანობას შეზღუდავს.