ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყში ირანელი გენერლის მკვლელობას „საერთაშორისო ტერორიზმის აქტს“ უწოდებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყში ირანელი გენერლის მკვლელობას „საერთაშორისო ტერორიზმის აქტს“ უწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერაყში ირანელი გენერლის მკვლელობას „საერთაშორისო ტერორიზმის აქტს“ უწოდებს.

მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, გაიძვერული ავანტიურიზმის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება.

„აშშ-ის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი – გენერალ სოლეიმანის მკვლელობა დაეშის, ალ-ნუსრას, ალ-ყაიდას წინააღმდეგ უკიდურესად სახიფათო და სულელური ესკალაციაა. გაიძვერული ავანტიურიზმის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება“, – დაწერა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

სოლეიმანი ირანის ელიტურ „ქუდსის“ ძალებს ხელმძღვანელობდა ახლო აღმოსავლეთში. სამხედრო ექსპერტები ყასემ სოლეიმანს სირიაში ბაშარ ასადის ომის მთავარ „არქიტექტორს“, ერაყის კონფლიქტის და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ლიდერს უწოდებენ.