ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავიდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ბაქოში ჩავიდა. მისი განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ და „სამხრეთ-დასავლეთის“ დერეფნების რეგიონულ საკითხებს განიხილავს. ზარიფის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ასევე განხილულ იქნება მთიანი ყარაბაღის საკითხი.

ბაქოში ჩასვლის შემდეგ, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს ესტუმრება.