ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მოჰამედ ზარიფის მოკლევადიანი ვიზიტი 25 მაისს არის დაგეგმილი სომხეთსა და აზერბაიჯანში. ვიზიტის მიზანი ჯერ არ ხმაურდება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, სამინისტროს პრესმდივანმა, საიდ ხატიბზადემ დააანონსა, ირანსა და ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით, ინფორმაცია სომხურმა და აზერბაიჯანულმა მედიამაც გაავრცელეს.