ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ ვიდრე მხარს უჭერს სიონისტური რეჟიმის დანაშაულებებს და ომის გაგრძელებას, შესაძლოა, არა მხოლოდ მიმდინარე ომი გავრცელდეს, არამედ რეგიონში ვითარება აფეთქდეს
აშშ ვიდრე მხარს უჭერს სიონისტური რეჟიმის დანაშაულებებს და ომის გაგრძელებას, შესაძლოა, არა მხოლოდ მიმდინარე ომი გავრცელდეს, არამედ რეგიონში ვითარება აფეთქდეს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონის მხარდაჭერამ ისრაელის რეჟიმის სამხედრო დარტყმების გაგრძელების მიმართ გაართულა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა.
ამირაბდოლაჰიანმა დადებითად შეფასა გუტერეშის ნაბიჯი გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო გაბედული ნაბიჯი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
„ისრაელის რეჟიმის განცხადება, რომ „ჰამასმა“ გააუქმა ცეცხლის შეწყვეტა, მტკნარი სიცრუეა და მიუხედავად მცდელობისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდეს, ვაშინგტონის მხარდაჭერამ ისრაელის რეჟიმის სამხედრო დარტყმების გაგრძელების მიმართ გაართულა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.