ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ აგზავნის თელ ავივში ყველა სახის იარაღს, მათ შორის ფოსფორისა და სხვა ტიპის აკრძალულ ბომბებს ღაზაში ჩაგრული ხალხის წინააღმდეგ გამოსაყენებლად
აშშ თელ ავივში აგზავნის ყველა სახის იარაღს, მათ შორის ფოსფორისა და სხვა ტიპის აკრძალულ ბომბებს კვიპროსის გავლით ან უშუალოდ რეგიონის ბაზებიდან, ღაზაში ჩაგრული ხალხის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა შვეიცარიაში ვიზიტის დროს განაცხადა.
ამასთან, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ თითქოს ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის ღაზაში, თუმცა პრაქტიკაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ღაზაში ყოველდღიურად 25-დან 40-მდე სატვირთო მანქანა შედის, აქედან სამი მეოთხედი წყალია და ანკლავში არ შედის მედიკამენტები, საკვები და სხვა ძირითადი საჭიროებები.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე დათანხმდა „ჰამასის“ ციხეებში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას რეგიონში ომის შეჩერების სანაცვლოდ, მაგრამ ისრაელი პირობებს არ თანხმდება.