ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ირანი პოზიციას რუსეთთან შეათანხმებს
ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავის პოზიციას რუსეთთან შეათანხმებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა რუსეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანი იმედოვნებს, რომ რუსეთი რეაგირებას მოახდენს რეგიონის ქვეყნების საზღვრების სავარაუდო ცვლილებაზე და ამ საკითხების მიმართ მგრძნობიარე იქნება.
„ასევე მოსალოდნელია, რომ რუსეთი იქნება მგრძნობიარე ტერორისტების ყოფნისა და სიონისტების დამაინტრიგებელი ნაბიჯების მიმართ რეგიონში, რაც საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ავღანეთში არსებული სტატუსის გათვალისწინებით, ჩვენ სერიოზული მოლაპარაკებები გვექნება“, – განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.