ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადების თანახმად, ერაყის ქურთისტანში სარაკეტო შეტევის სამიზნე ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“ ბაზა იყო
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადების თანახმად, ერაყის ქურთისტანში სარაკეტო შეტევის სამიზნე ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“ ბაზა იყო.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სამ სხვადასხვა განცხადებაში ღამის ოპერაციებს ტერორისტებსა და მათ მხარდამჭერებს უკავშირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლოდროინდელ ტერაქტებში ირანის ქალაქებში, ქერმანსა და რასაკში. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის დაზვერვის ცენტრები გამოიყენება ირანელი სამხედრო მეთაურების მკვლელობისთვის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე ბალისტიკური რაკეტით ჯაშუშურ ცენტრებსა და ანტიირანული ტერორისტული ჯგუფების თავშეყრის ადგილებს დაარტყეს, მათ შორის სირიაში.