ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-მა შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-მა შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს. ამის შესახებ „როიტერსი“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვაშინგტონი აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში განაცხადებს.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისლამური რესპუბლიკის არმიის ელიტური ქვედანაყოფია. ის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წელს დაარსდა.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებში თეირანის მოკავშირეებს ეხმარება. მათ შორის არიან ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი სირიაში და ლიბანური რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლა“.