ირანში, ქალაქ ყუმის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების და სახანძრო ავტომობილებია მობილიზებული.
ძლიერი კვამლის გამო შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.