ირანის ქალაქ თავრიზში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მასთან ერთად დაღუპული პირების სამგლოვიარო პროცესია დაიწყო
ირანის ქალაქ თავრიზში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მასთან ერთად დაღუპული პირების სამგლოვიარო პროცესია დაიწყო. ქალაქის ქუჩებში გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად ათასობით ადამიანია გამოსული.
პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და გუბერნატორის ცხედრებს, თავრიზის შემდეგ, ჯერ – შიიტთა წმინდა ქალაქ ყუმში, შემდეგ კი დედაქალაქში გადაასვენებენ, სადაც მოსალას მეჩეთში მოსახლეობა პატივის მიგებას შეძლებს.
მოგვიანებით კი, პრეზიდენტის ცხედარს დაკრძალვამდე მაშდადში მდებარე იმამ რეზის მეჩეთში დაასვენებენ, სადაც ლოცვას აიათოლა ალი ხამენეი აღავლენს.