ირანის ქალაქ ქერმანში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა
ირანის ქალაქ ქერმანში თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა.
ირანული მედია ქერმანის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 8 წლის ბიჭი და 67 წლის მამაკაცი აფეთქებების შედეგად დაშვდნენ და საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი.
ქერმანის საავადმყოფოებში ამ დროისთვის აფეთქებების შედეგად დაშავებული 103 ადამიანი იმყოფება, 11 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. საერთო ჯამში, აფეთქებების შედეგად ქერმანში 277 ადამიანი დაშავდა.
ირანის ქალაქ ქერმანში აფეთქებები 3 იანვარს მოხდა, როდესაც 2020 წელს აშშ-ის მიერ მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალი იმართებოდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი აამოქმედა, მეორე აფეთქება კი 20 წუთის შემდეგ მოხდა, როდესაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და სხვა მოქალაქეები დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ. ირანის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ამფეთქებელი ტაჯიკეთის მოქალაქე იყო, აფეთქებებთან დაკავშირებით კი 11 ადამიანია დაკავებული.