ირანის ქალაქ კაზერუნში საპროტესტო აქციაზე ერთი დემონსტრანტი დაიღუპა
ირანის ქალაქ კაზერუნში საპროტესტო აქციაზე ერთი დემონსტრანტი დაიღუპა. სააგენტო Fars-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ცნობით, კაზერუნის მოსახლეობის ნაწილმა მთავრობის მიერ წარდგენილი ახალი ადმინისტრაციულ მოწყობა გააპროტესტა, რომელიც რამდენიმე ოლქის დაყოფას და მათთვის ახალი ქალაქის მიერთებას ითვალისწინებს. კაზერუნში ვითარება განსაკუთრებით 16 მაისის საღამოს დაიძაბა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალებში აქციის დროს სროლის ხმა ისმის. ირანის ხელისუფლება მსხვერპლისა და დაკავებების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი პროტესტი შეწყდა და აქციები მხოლოდ რამდენიმე ადგილას იმართება.