ირანის პრეზიდენტი - სიონისტური რეჟიმი შეცდომას თუ დაუშვებს და ირანის წინააღმდეგ ქმედებას ჩაიდენს, გადამწყვეტ და დაუჯერებელ პასუხს მიიღებს
სიონისტური რეჟიმი შეცდომას თუ დაუშვებს და ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ქმედებას ჩაიდენს, ის მიიღებს გადამწყვეტ და დაუჯერებელ პასუხს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრთან, აბი აჰმედთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ირანში სოციალური ჰარმონიის და ერთიანობის გასაძლიერებლად და მსოფლიოში თანამშრომლობის გასაღრმავებლად მიიღო, თუმცა სიონისტურმა რეჟიმმა ჩაშალა ამ მიზნის მიღწევის პროცესი ისმაილ ჰანიეს, როგორც ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური სტუმრის მკვლელობით.
მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის იმედით, ირანმა გამოიჩინა თავშეკავება სიონისტური რეჟიმის ტერორისტული დანაშაულების წინაშე, მაგრამ ღაზაში ისრაელის დანაშაულების გაგრძელებამ და ლიბანში მისმა გაფართოებამ აიძულა, ეს ქმედებები უპასუხოდ არ დაეტოვებინა.
„ჩვენ არ ვცდილობთ კონფლიქტისა და დაძაბულობის გავრცელებას რეგიონში. მივესალმებით ნებისმიერ ქმედებას მშვიდობისა და სიმშვიდისკენ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.