ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი რუსეთში „ბრიქსის“ სამიტს დაესწრება.
რუსეთში ირანის ელჩის, ყაზემ ჯალილის განცხადებით, სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს, რომელიც 22-24 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ყაზანში დაგეგმილ სამიტზე რუსეთმა და ირანმა, შესაძლოა, ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმონ. ვიზიტი ორ მთავრობას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე ხდება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები შეიძინა ირანიდან და შესაძლოა, რამდენიმე კვირაში უკრაინაში გამოიყენოს. ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის კავშირების გაღრმავება წარმოადგენს საფრთხეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„ბრიქსი“ თანასწორობის პრინციპზე შექმნილი ხუთი ქვეყნის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა. ორგანიზაციას ირანი 2014 წლის 1-ლი იანვრიდან შეუერთდა.