ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ერაყში პირველად ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, პეზეშკიანი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ვგეგმავთ რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერას. შევხვდებით ერაყის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს“, – განაცხადა პეზეშკიანმა.