ირანის პრეზიდენტი - კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 25 მილიონი ირანელი, ხოლო კიდევ 35 მილიონს უახლოეს თვეებში ინფიცირების საფრთხე ემუქრება
ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 25 მილიონი ირანელი, ხოლო კიდევ 35 მილიონს უახლოეს თვეებში ინფიცირების საფრთხე ემუქრება. ჰასან როუჰანის განცხადებას „ბიბისი“ ავრცელებს.
აღნიშნული განცხადება ჰასან როუჰანიმ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშზე დაყრდნობით გააკეთა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საჭიროა, სამედიცინო დაწესებულებების საწოლების გაორმაგებული რაოდენობა.
„თუ დღეს ჩვენ დავეყრდნობით ამ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენს ქვეყანაში 25 მილიონი ადამიანი უკვე დაინფიცირდა და სავარაუდოდ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, დაახლოებით 30-35 მილიონ ადამიანი მომავალ თვეებში დაინფიცირდება. ამავე ანგარიშის პროგნოზით, უახლოეს თვეებში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა იქნება ორჯერ მეტი იმაზე, ვიდრე ბოლო 150 დღის განმავლობაში ვიხილეთ“, – განაცხადა როუჰანიმ.
ოფიციალური სტატისტიკით, ირანში რეგისტრირებულია კორონავირუსის 270 ათასამდე შემთხვევა, გარდაცვლილია 13 790-ზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 232 873 პაციენტი.