ისრაელის ხელში ლიბანი ღაზად არ უნდა იქცეს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანი „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ლიბანზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა არის ადამიანური და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს აჩენს.
„არსებობს საფრთხე, რომ იერიში ლიბანიდან მთელ რეგიონზე გავრცელდება“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა
ჟურნალისტის კითხვაზე, ურჩევს თუ არა ირანი „ჰეზბოლას“, თავი შეიკავოს საპასუხო მოქმედებებისგან, ფეზეშქიანმა უპასუხა, რომ „ჰეზბოლას“ წინაშე დგას კბილებამდე შეიარაღებული ქვეყანა და წვდომა აქვს იარაღის სისტემებზე, რომლებიც ბევრად აღემატება ნებისმიერ სხვას.
„ჰეზბოლა“ ამას მარტო ვერ შეძლებს. „ჰეზბოლა“ ვერ გაუმკლავდება მარტო ქვეყანას, რომელსაც იცავენ, მხარს უჭერენ და ამარაგებენ დასავლეთი, ევროპული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.