ირანის პრეზიდენტი - ისრაელელები თუ გადახედავენ თავიანთ ქცევას, შეწყვეტენ რეგიონში უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტას, შესაძლოა, ამან გავლენა იქონიოს ჩვენი პასუხის ინტენსივობაზე
ირანის პრეზიდენტი - ისრაელელები თუ გადახედავენ თავიანთ ქცევას, შეწყვეტენ რეგიონში უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტას, შესაძლოა, ამან გავლენა იქონიოს ჩვენი პასუხის ინტენსივობაზე

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მის მოკავშირეებსა და ისრაელს შორის პოტენციურმა ცეცხლის შეწყვეტამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს თეირანის პასუხის ინტენსივობაზე ირანის სამხედრო ობიექტებზე ისრაელის ბოლო თავდასხმებთან დაკავშირებით.

„ისრაელელები თუ გადახედავენ თავიანთ ქცევას, დათანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვეტენ რეგიონში დაჩაგრული და უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ამან, შეიძლება, გავლენა იქონიოს ჩვენი პასუხის ინტენსივობაზე“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი უპასუხოდ არ დატოვებს არანაირ აგრესიას თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.