ირანის პრეზიდენტი - ირანის ინტერესის წინააღმდეგ მცირე მოქმედებასაც კი მკაცრი პასუხი მოჰყვება
ირანის ინტერესის წინააღმდეგ მცირე მოქმედებასაც კი მკაცრი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა განაცხადა.
კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმთან საუბრის დროს ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელზე თავდასხმა ლეგიტიმური თავდაცვის უფლება იყო.
„როგორც ჩვენ უკვე ოფიციალურად განვაცხადეთ, ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება“ აგრესორის დასასჯელად წარმატებით განხორციელდა. ახლა ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ ირანის ინტერესების წინააღმდეგ მცირე ქმედებას აუცილებლად მოჰყვება მკაცრი, ვრცელი და მტკივნეული პასუხი“, – განაცხადა რაისმა.
ამასთან, კატარის ემირმა მოუწოდა რაისს, რომ აუცილებელია რეგიონში კონფლიქტის გავრცელების თავიდან არიდება.