ირანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ირანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნების წარმატებულ ჩატარებას და პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.
„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება.
იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.
უფალს შევთხოვ, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს“, – ნათქვამია ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის მისალოც წერილში.