ირანის პრეზიდენტი - გენოციდი, რაც პალესტინასა და ღაზაში ხდება, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია
ირანის პრეზიდენტი - გენოციდი, რაც პალესტინასა და ღაზაში ხდება, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია

ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას ღაზაში შექმნილ ვითარებას გენოციდი უწოდა.

იბრაჰიმ რაისის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით პალესტინის ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვა.

„პალესტინასა და ღაზაში რაც ხდება, რა თქმა უნდა, არის გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“, – აღნიშნა იბრაჰიმ რაისიმ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტს კრემლში უმასპინძლა, სადაც ღაზაში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომი და ნავთობის ფასის გაზრდის მიზნით რუსეთისა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის ძალისხმევა განიხილა.