ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ვაშინგტონი ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნდება
ირანის ლიდერი ჰასან როჰანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ვაშინგტონი ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნდება.
ასე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის მოსაზრებას, ორი ქვეყნის ლიდერის შესაძლო შეხვედრის შესახებ. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი შეხვედრის ინიციატივა თეირანის მხრიდან უნდა მოდიოდეს.
დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონს შეხვედრის შემთხვევაში წინაპირობები არ ექნება. თუმცა, დონალდ ტრამპი ეჭვობს, რომ თეირანი მსგავს ნაბიჯს გადადგამს.
აშშ-ი ირანთან მიღწეული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან 8 მაისს გავიდა. მას შემდეგ ვაშინგტონმა თეირანის მიმართ ეკონომიკური სანქციები განაახლა. აშშ-ის ამ ნაბიჯს არ ემხრობიან შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნები.