ირანის პრეზიდენტი ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის საკითხზე მოსკოვთან დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან როჰანი 2015 წელს გაფორმებული ბირთვულ შეთანხმებიდან ერთ-ერთი ხელმომწერი ქვეყნის, აშშ-ის გასვლის თაობაზე, რუსეთთან დამატებით საკითხებზე მოლაპარაკებებს ითხოვს. შესაბამისი განცხადება ირანის პრეზიდენტმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გააკეთა.
ირანის მთავრობა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ უკანონოდ მიიჩნევს.
ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან 9 მაისს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგად გავიდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტრამპი 2015 წლიდან დღემდე აკრიტიკებდა.
ვენაში 2015 წელს საერთაშორისო ექვსეულსა და ირანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ირანმა ურანით გამდიდრება უნდა შეწყვიტოს. შედეგად, შეჩერდება ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. სანაცვლოდ, დასავლეთი ირანს სანქციების ეტაპობრივად შემსუბუქებას დაპირდა. 2015 წლის ზაფხულში ბირთვულ შეთანხმებას ხელი ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთისა და თავად ირანის პირველმა დიპლომატებმა მოაწერეს. შეთანხმების პროცესში დიდი როლი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ შეასრულა. ამ უკანასკნელმა ვაშინგტონის გადაწყვეტილება, მსგავსად დანარჩენი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისა, უარყოფითად შეაფასა.