ირანის პრეზიდენტი 7 დეკემბერს მოსკოვში ჩავა. როგორც ირანული მედია წერს, ებრაჰიმ რაისი რუსეთში ვლადიმირ პუტინის მიპატიჟებით ჩავა.
ამასთან, რუსული სახელმწიფო სააგენტოს, „იტარ-ტასის“ ცნობით, მხარეები განიხილავენ ურთიერთქმედებას ეკონომიკურ სფეროში და ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, კერძოდ, პალესტინის თემას და უკანასკნელ მოვლენებს ღაზის სექტორში.
ირანული დელეგაციის შემადგენლობა, რომელსაც ირანის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ჯერ არ სახელდება.