ირანის პრეზიდენტად რეფორმატორი მასუდ პეზეშკიანი აირჩიეს. როგორც „როიტერი“ წერს, მან არჩევნების მეორე ტურში ისლამისტი კონსერვატორი საიდ ჯალილი დაამარცხა.
პეზეშკიანმა საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველთან დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ირანელების თავისუფლებების გაფართოების პირობა დადო. კერძოდ, საარჩევნო პროგრამაში მან აშშ-თან ურთიერთობების გადახედვაზე გააკეთა აქცენტი და ირანელი ქალების უფლებების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან ერთად, პეზეშკიანმა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართ ლოიალურობა დაადასტურა.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პეზეშკიანმა 16 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, საიდ ჯალილმა კი – 13 მილიონზე მეტი.
ამომრჩეველთა აქტივობამ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თითქმის 50%-ი შეადგინა, ეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ექსპერტების შეფასებით, დაბალი აქტივობა ისლამური რესპუბლიკის მიმართ უნდობლობის გამოხატულებაა.
ირანში ვადამდელი არჩევნები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში გარდაცვალების გამო გაიმართა.