ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მიულოცა. როგორც ირანული მედია წერს, ესხაკ ჯახანგირიმ წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გაუგზავნა.

წერილში ირანის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლის იუბილეს ულოცავს.

ჯახანგირი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროში.
წერილში ირანის ვიცე-პრეზიდნეტმა საქართველოს პრემიერს ჯანმრთელობა და წარმატება, ხოლო ქართველ ერს ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.