ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეშაქ ჯაჰანგირი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ეშაქ ჯაჰანგირის თქმით, მას იმედი აქვს, რომ „თეირანი და თბილისი ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს განავითარებენ“.
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებას გააჩნია პოლიტიკური ნება, განავითარონ კავშირები. მან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ისტორიაზეც გაამახვილა ყურადღება.